ელჩის გაცნობითი შეხვედრა ქალაქ კეშთელის მერთან
უნგრეთში საქართველოს ელჩმა, თამარ ლილუაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ქალაქ კეშთელის მერთან ჯენო მანინგერთან და ტურიზმის საკითხებში მერის მრჩეველთან საბოლჩ კოვაჩთან.
მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობა და კეშთელის, ბალატონის ტბაზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულების გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.