ტრეფიკინგთან ბრძოლა
ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. ის ეფუძნება ექსპლუატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (გატაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლის განხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლუატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას და ორგანოთა ვაჭრობას.
ამ დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის, მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და ეფექტური გამოძიების მიზნით, საქართველოში წლების მანძილზე დინამიურად ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები. შექმნილია ადამიანის ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (http://www.atipfund.gov.ge), რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლებს თავშესაფრითა და შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით უზრუნველყოფს. სახელმწიფო ფონდს გააჩნია ცხელი ხაზი (+995 32) 2 100 229.
გთხოვთ, გაეცნოთ იმ რჩევებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვასთან:
რჩევები საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის:
- თუ თქვენ აპირებთ წასვლას საზღვარგარეთ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. დაიცავით უსაფრთხოების ზომები და გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა არ გახდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი.
- ბრმად ნუ ენდობით დაპირებებს უცხოეთში სწავლასთან, მუშაობასთან და დასვენებასთან დაკავშირებით. ნუ ენდობით პირებს, რომელიც გპირდებიან ვიზით უზრუნველყოფას საკონსულოში თქვენი პირადად გამოცხადების გარეშე.
- გახსოვდეთ, რომ უცხოეთში არალეგალური გზით გამგზავრება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული. ნუ გადასცემთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას. წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია. მოითხოვეთ თქვენი
- დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები. თუ თქვენ განზრახული გაქვთ საზღვარგარეთ სამუშაო მიზნით გამგზავრება/ყოფნა, გახსოვდეთ, რომ თქვენი
- კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვას მხოლოდ შრომითი კონტრაქტის საფუძველზე შეძლებთ.
- არ დათანხმდეთ შრომით ურთიერთობაში შესვლის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.
თუ თქვენ ტრეფიკინგის მსხვერპლი ხართ და საჭიროებთ დახმარებას:
თუ თქვენ ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი გახდით, მიმართეთ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებებს, რომელიც დაიცავს თქვენსუფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, სიცოცხლეს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და უზრუნველყოფს თქვენსუსაფრთხო დაბრუნებას სამშობლოში.
თუ თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, სადაც არ არის საქართველოს საელჩო ან საკონსულო დაწესებულება, თქვენ უნდა მიმართოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ან დაგვიკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთასამინისტროს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერზე.
ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარებული პირი სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობით, სარგებლობს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა სახის დახმარებით.
თუ თქვენი უფლებები და ინტერესები იქნებაშელახული, გთხოვთ, დაუყონებლივ დაგვიკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ცხელ ხაზს: (+ 995 32) 294 50 50
ელ. ფოსტის მისამართია: [email protected].
უნგრეთში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მომუშავე უწყებაა:
უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული კოორდინატორი, ევროკავშირისა და საერთაშორისო საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის აპარატი:საკონტაქტო პირი: არონ ტეში - Áron Tési
Tel: +36-1-441-1641