ელჩის გაცნობითი შეხვედრა ქალაქ კესტჰეის მერთან
უნგრეთში საქართველოს ელჩმა, თამარ ლილუაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ქალაქ კესტჰეის მერთან ჯენო მანინგერთან და ტურიზმის საკითხებში მერის მრჩეველთან საბოლჩ კოვაჩთან.
მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობა და კესტჰეის, ბალატონის ტბაზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულების გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.