Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა უნგრეთის პრეზიდენტს ტამაშ შუიოკს

23 სექტემბერს, შანდორის სასახლეში, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა უნგრეთის პრეზიდენტს ტამაშ შუიოკს.
 
საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში საქართველოს ელჩსა და უნგრეთის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.
 
პრეზიდენტმა ტამაშ შუიოკმა კვლავ დაადასტურა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ. საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრეზიდენტს გულთბილი მიღებისთვის.
უნგრეთის პრეზიდენტმა წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა საქართველოს ელჩს.
 
შეხვედრის შემდეგ ელჩმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა პრეზიდენტის სასახლის სტუმართა წიგნში. ცერემონია დასრულდა გმირთა მოედანზე, სადაც საქართველოს ელჩმა გვირგვინით შეამკო უნგრელ გმირთა მემორიალი.