საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს პროტოკოლის უფროსს ანეტ ვარგას
10 ივლისს, უნგრეთში საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს პროტოკოლის უფროსს ანეტ ვარგას. ანეტ ვარგამ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მოულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ასევე, ელჩმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ადამ შტიფტერთან. შეხვედრაზე განხილული იყო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა სხვადასხვა მიმართულებით. ადამ შტიფტერმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა.