Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა მონტენეგროს პრეზიდენტს იაკოვ მილატოვიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა

2026 წლის 30 ივლისს, უნგრეთში და მონტენეგროში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ ლალიაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა მონტენეგროს პრეზიდენტს, იაკოვ მილატოვიჩს. ცერემონია მონტენეგროს ქ. ცეტინიეს საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა.
 
რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ, მონტენეგროს პრეზიდენტმა და საქართველოს ელჩმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკასა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.