ელჩმა თამარ ლილუაშვილმა მონტენეგროს პრეზიდენტს იაკოვ მილატოვიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა
2023 წლის 31 აგვისტოს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ლილუაშვილმა მონტენეგროს პრეზიდენტს იაკოვ მილატოვიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
შეხვედრის ფარგლებში, ელჩმა თამარ ლილუაშვილმა და პრეზიდენტმა მილატოვიჩმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და განიხილეს ორმხრივი კავშირების გაძლიერების პერსპექტივები.
პრეზიდენტმა მილატოვიჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მონტენეგროს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საქართველოს ევროპული მისწრაფებისადმი.
ელჩმა თამარ ლილუაშვილმა პრეზიდენტ მილატოვიჩს თბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადა.