Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და თბილისის მოზარდთა საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ცენტრის „IQ აკადემიის“ წარმომადგენლების მონაწილეობით ბუდაპეშტში ორი ღონისძიება გაიმართა

 

8 ნოემბერს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და თბილისის მოზარდთა საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ცენტრის „IQ აკადემიისწარმომადგენლების მონაწილეობით ბუდაპეშტში ორი ღონისძიება გაიმართაბუდაპეშტის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლაში გამართულ კონცერტზე „IQ აკადემიისაღსაზრდელებმა შეასრულეს ქართული და უცხოური პოპულარული სიმღერები. ჩატარდა აკადემიის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატებისა და კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებას დაესწრნენ ბრიტანული სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, რომლებმაც ქართველი სტუმრები მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვესამავე დღეს ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში (ELTE) გაიმართაქართული კალიგრაფიული ხელოვნების მასტერკლასი - თხუთმეტსაუკუნოვანი ისტორია, ტრადიცია და თანამედროვეობა,” რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ლექცია ქართული დამწერლობისა და კალიგრაფიული ხელოვნების შესახებ, წარმოდგენილ იქნა კალიგრაფიული შოუ - კალმით, მელნით და ღვინით წერის ხელოვნება და მოეწყოკალიგრაფიის მასტერკლასი დამსწრე საზოგადოების მონაწილეობითღონისძიების ფარგლებში ჩატარდა „IQ აკადემიისმოსწავლეთა მიერ შექმნილი კალიგრაფიული და ფერწერული ნამუშევრების გამოფენაღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.