- მთავარი
- ელჩის ბიოგრაფია
- ნიკოლოზ ლალიაშვილი
ნიკოლოზ ლალიაშვილი
დაბადების ადგილი და თარიღი
1973 წლის 17 დეკემბერი, ქ. თბილისი.
პროფესიული გამოცდილება
2025 - დღემდე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ელჩი უნგრეთსა და მონტენეგროში;
2022 წლის პირველი ოქტომბრიდან - 2025 - ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
2020-2021 წლებში იყო შპს ,,ტელეიმედი“-ის გენერალური დირექტორი;
2019-2020 წლებში მუშაობდა შპს ,,ტელეიმედი“-ის გენერალური დირექტორის მოადგილედ;
2015-2019 წლებში იყო შპს ,,სტუდია მაესტრო“-ს პოლიტიკური დირექტორის მოადგილე;
2012-2015 წლებში მუშაობდა კომპანია ,,ჯეორობოტი“ გენერალურ დირექტორად;
2008-2012 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი;
2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს გაერთიანებულ ენერგოდისტრიბუციის კომპანიაში მრჩევლად;
2004-2005 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში, დეპარტამენტის უფროსი;
2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში, განყოფილების უფროსად;
2000-2002 წლებში იყო ეროვნულ უშიშროების საბჭოს, რეფერენტი;
1998-2000 წლებში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში განყოფილების უფროსად;
1998 წელს იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უმცროსი ოფიცერი;
1997-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ასმეთაურად;
განათლება
1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენა და ლიტერატურის სპეციალობით.
დიპლომატიური რანგი
2022 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.