Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ლილუაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა უნგრეთის წამყვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ლილუაშვილმა, ლანჩის ფორმატში, სამუშაო შეხვედრა გამართა უნგრეთის წამყვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. ელჩმა სტუმრებს გააცნო საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ისაუბრა ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ ერთგული რჩება ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე დიალოგისა და რეფორმების დღის წესრიგის მიმართ. თამარ ლილუაშვილის თქმით, საქართველო აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.