Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამუნა ლილუაშვილი, ბაკურიანში დაგეგმილ, ზამთრის ევროპულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გამგზავრების წინ,უნგრეთის ნაკრების ფიცის მიღების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.

24 იანვარს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამუნა ლილუაშვილი, ბაკურიანში დაგეგმილ, ზამთრის ევროპულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გამგზავრების წინ,უნგრეთის ნაკრების ფიცის მიღების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.

ელჩმა სიტყვით მიმართა მიწვეულ სტუმრებს. თავის გამოსვლაში, მან ხაზი გაუსვა საქართველოს სურვილს, წარმოაჩინოს ქვეყნის ღირსშესანიშნაობები, თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა და საყოველთაოდ ცნობილი სტუმართმოყვარეობა. თამუნა ლილუაშვილმა ყურადღება გაამახვილა სწრაფად ცვალებად სამყაროში სპორტისა და სპორტული მეგობრობის მნიშვნელობაზე და წარმატებები უსურვა უნგრელ სპორტსმენებს.