პირველად ისტორიაში, საქართველო ბუდაპეშტის ღვინის 33-ე ფესტივალის საპატიო სტუმარი ქვეყანა იყო!
უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და კომპანია "ბორკულტთან" თანამშრომლობით, საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა ბუდაპეშტის ღვინის ფესტივალში, რაც უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. პირველად ისტორიაში, საქართველო ბუდაპეშტის ღვინის 33-ე ფესტივალის საპატიო სტუმარი ქვეყანა იყო! ოთხი დღის მანძილზე, ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის საუკეთესო ქართული ღვინო და გაცნობოდნენ როგორც ქართულ ნაციონალურ ცეკვებს, ასევე ფოლკლორულ და თანამედროვე სიმღერებს. ბუდაპეშტის ღვინის ფესტივალზე საქართველოს წარმოდგენისთვის საელჩო მადლობას უხდის: ღვინის ეროვნულ სააგენტოს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს; ღვინის კომპანიებს : ეთნო, შატო მუხრანი, ორგო, ჩელთი, მელიტონი, ასევე ანსამბლ “ბათუმს”, ბენდ "ოუშენ დრაივს" და კვარტეტ "ბათუმს.”