Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთში აკრედიტებულ ქალ ელჩებთან და უნგრელ საზოგადო მოღვაწე ქალებთან.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ლილუაშვილმა სამუშაო ლანჩის ფორმატში შეხვედრა გამართა უნგრეთში აკრედიტებულ ქალ ელჩებთან და უნგრელ საზოგადო მოღვაწე ქალებთან. ელჩმა სტუმრებს გააცნო საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ისაუბრა ქვეყნის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ საქართველო ერთგულია ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე დიალოგისა და რეფორმების დღის წესრიგის მიმართ, შესაბამისად, საქართველო აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, პოლიტიკურმა დირექტორმა ჰენრიეტა ბალაიტიმ, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, კვლავ დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისადმი უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა.