Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩმა თამუნა ლილუაშვილმა, უნგრეთში "ახალგაზრდა ელჩს" უმასპინძლა.

16 ივლისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამუნა ლილუაშვილმა, უნგრეთში "ახალგაზრდა ელჩის" მანდატის მქონე ნინა ტაბატაძეს საელჩოში უმასპინძლა. ნინა ტაბატაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი საგრანტო პროგრამის- "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" 2024 წლის გამარჯვებულიანინა ტაბატაძემ ელჩს თავისი ხედვები და სამოქმედო გეგმა გააცნო. საქართველოს ელჩმა კი თავის მხრივ, საკუთარი გამოცდილება და რჩევები გაუზიარა და მის საქმიანობაში თანამშრომლობა და მხარდაჭერა აღუთქვა.