ელჩის შეხვედრა ავიაკომპანია WizzAir-ის წარმომადგენლებთან
2 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა თამარ ლილუაშვილმა საელჩოში ავიაკომპანია Wizz Air-ის წარმომადგენლებს- მთავრობასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, ანასტასია ნოვიკოვას და მფრინავების გადამზადების მენეჯერს, ტოთ ბენედექტს უმასპინძლა.
შეხვედრაზე განხილული იყო ავიაკომპანია WizzAir-ის ახალი ინიციატივა "გადადი საქართველოში და გახდი WizzAir-ის ნაწილი". აღნიშნული ინიციტივა გულისხმობს მფრინავების საქართველოში გადამზადების პროგრამას.
საქართველოს ელჩმა WizzAir-ის ახალი ინიციატივისადმი მხარდაჭერა გამოხატა, ვინაიდან ხსენებული პროგრამა დაეხმარება როგორც პროფესიონალ ასევე დამწყებ მფრინავებს დასაქმდნენ ავიაციის ინდუსტრიაში. აღნიშნული ინიციატივა განხილული იქნება საქართველოს შესაბამის სამთავრობო უწყებებთან.