საქართველოს ელჩი, ასევე აკრედიტებული მონტენეგროში, მონტენეგროს პრეზიდენტს იაკოვ მილატოვიჩს შეხვდა
საქართველოს ელჩი თამარ ლილუაშვილი, ასევე აკრედიტებული მონტენეგროში, მონტენეგროს პრეზიდენტის იაკოვ მილატოვიჩის სპეციალური მიწვევით მონტენეგროს მთავრობის სახლში გამართულ გალა საღამოს დაესწრო.
პრეზიდენტმა მილატოვიჩმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ცეტინიეში უმასპინძლა. ეს ადგილი მონტენეგროსთვის ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია.