ელჩის შეხვედრა უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან
27 ივლისს, საქართველოს ელჩი თამარ ლილუაშვილი უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ბატონ ოსკარ უკრუშს შეხვდა.
მხარეები იმ ურთიერთგაგების მემორანდუმის იმპლემენტაციის პროცესის ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ, რომელსაც ორივე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა- ოთარ შამუგიამ და იშტვან ნაძიმ, თბილისში მოაწერეს ხელი.
საქართველოს ელჩი და მინისტრის მოადგილე ასევე შეთანხმდნენ სოფლის მეურნეობის სექტორის ერთმანეთთან დაკავშირების გზით, შემდგომ თანამშრომლობაზე.