Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქართულ-უნგრული მეგობრობის საღამო ბუდაპეშტში

5 ოქტომბერს, ბუდაპეშტში, თბილისის მოედანზე ბუდაპეშტის VIII რაიონის მუნიციპალიტეტის, იოჟეფვაროშის რკინიგზელთა ასოციაციის, უნგრეთში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ნინა ტაბატაძის ერთობლივი ორგანიზებით ქართულ-უნგრული მეგობრობის საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, ასევე ქართული და უნგრული კერძები. ღონისძიების ფარგლებში ქართველმა მუსიკოსებმა გიორგი კაპანაძემ და დათი წერეთელმა პოპულარული ქართული სიმღერები შეასრულეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ იოჟეფვაროშის თვითმმართველობისა და საელჩოს წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და უნგრეთში მცხოვრები ქართველები. საქართველოს საელჩო მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზების პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს!