ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მისიების მეთაურების სამუშაო საუზმე
დღეს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამუნა ლილუაშვილი, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მისიების მეთაურების სამუშაო საუზმეს დაესწრო, რომელსაც უნგრეთში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უმასპინძლა. მხარეებმა უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.