Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ქართული ღვინის დეგუსტაცია ბუდაპეშტის ღვინის ფესტივალზე

8 სექტემბერს ბუდაპეშტის ღვინის ფესტივალის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
ღონისძიების საპატიო სტუმარი საქართველოს ვიცე პრემიერ მინისტრი ლევან დავითაშვილი იყო. ვიცე პრემიერი მოწვეულ სტუმრებს მიესალმა და მათ ქართული ღვინის უნიკალური კულტურა და მრავალფეროვნება გააცნო.
სტუმრებს ასევე უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი, მარტონ ნაძი მიესალმა და ქართული ღვინის კულტურისადმი დიდი პატივისცემა გამოხატა.
სტუმრებს ჰქონდათ საშუალება ქართული, წითელი და თეთრი ჯიშების ღვინო დაეგემოვნებინათ, 5 წამყვანი ქართული ღვინის კომპანიიდან, როგორიც არის: კახური ტრადიციული მეღვინეობა, ორგო, ჩელთი, შატო მუხრანი, თელავის ღვინის მარანი.
საქართველოს საელჩო უნგრეთში განსაკუთრებულ მადლობას უხდის ბუდაპეშტის ღვინის ფესტივალი ორგანიზატორს, ბატონ მარტონ ხორვაცს.