ელჩმა თამუნა ლილუაშვილმა უნგრეთის მატიაშ კორვინუსის ცენტრის (MCC) ქალაქ სზეგედის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამუნა ლილუაშვილმა უნგრეთის მატიაშ კორვინუსის ცენტრის (MCC) ქალაქ სზეგედის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. სადისკუსიო ფორმატის- "Ambassador’s Talk”ფარგლებში თამუნა ლილუაშვილმა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე და ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობზე ისაუბრა. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის თავმჯდომარეობის დროს, უნგრეთის პროგრამაში საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის ჩართულობაზე.