საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველი რეჟისორის სპექტაკლის პრემიერა უნგრეთის ეროვნულ თეატრში

2023 წლის 7 იანვარს უნგრეთის ეროვნულ თეატრში ქართველი რეჟისორის ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლის “კავკასიური ცარცის წრე” (ბ. ბრეხტი) პრემიერა გაიმართა.
სპექტაკლს დაესწრნენ უნგრეთში საქართველოს ელჩი ზაალ გოგსაძე, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ასევე საქართველოში უნგრეთის მოქმედი და ყოფილი ელჩები ანა შიკო და ვიკტორია ჰორვატი.
ქართველი რეჟისორის მიერ სპექტაკლის სცენების საინტერესო გადაწყვეტამ, ისევე როგორც უნგრეთის ეროვნული თეატრის დასის საშემსრულებლო ხელოვნებამ მაყურებლის დიდი მოწონება და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.