საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს 2023 წლის საგრანტო კონკურსს - “უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“
პროექტის მიზანია ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავება, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებში კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, ასევე, საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.
პროექტის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები.
კონკურსში წარმოდგენილი განაცხადების განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები;
საგრანტო განაცხადის წარდგენა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, 2022 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.
პროგრამის მიზნების შესაბამისად, პროექტების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
folk@mfa.gov.ge (საგრანტო განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტების მიღება, მითითებული ვადების გათვალისწინებით, ხდება მხოლოდ ელექტრონულად);
დანართები:
- პროგრამის აღწერა:
- განაცხადის ფორმა:
- ხარჯთაღრიცხვის ფორმა:
საგრანტო პროგრამის საკონტაქტო პირები:
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს მეორე მდივანი თამარ ჩხაიძე: მობ.: +995 577 76 87 68
დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს უფროსი მარიამ მამესწარაშვილი:
+995 595 96 40 00