საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ბუდაპეშტის XII რაიონის მერს შეხვდა

2022 წლის 23 ნოემბერს საქართველოს ელჩი ზაალ გოგსაძე ბუდაპეშტის XII რაიონის მერს ზოლტან პოკორნის შეხვდა,
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.
საუბარი ასევე შეეხო ბუდაპეშტში, ამავე რაიონში მდებარე რუსთაველის მოედანზე აღმართულ პოეტის ძეგლთან დაკავშირებულ სამუშოებს.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ბუდაპეშტის XII რაიონის ერთ-ერთი მოედნისათვის რუსთაველის სახელის მინიჭება და პოეტის ძეგლის დადგმა განხორციელდა ბ-ნ ზ. პოკორნის მხარდაჭერით.