საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

უნგრეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

2022 წლის 13 სექტემბერს საელჩოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩს თამუნა ჯაფარიძეს ვუმასპინძლეთ.
ახალგაზრდა ელჩმა მოგვაწოდა ინფორმაცია მისი მანდატის პერიოდში განსახორციელებელი პროექტების შესახებ, განვიხილეთ ერთობლივი თანამშრომლობის გეგმები და პერსპექტივები.
თამუნა ჯაფარიძეს უნგრეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის მანდატი უკვე მეორედ მიენიჭა.
გასული წლის განმავლობაში საელჩომ ახალგაზრდა ელჩის ჩართულობითა და მხარდაჭერით არაერთი ღონისძიება განახორციელა.
საქართველოს საელჩო წარმატებებს უსურვებს თამუნა ჯაფარიძეს მომავალ საქმიანობაში!