2022 წლის 3 სექტემბერს ბუდაპეშტში მდებარე თბილისის მოედანზე გაიმართა ქართულ-უნგრული მეგობრობის საღამო “საზაფხულო პიკნიკი“ (უბნის დღესასწაული) რომელიც ერთობლივად იქნა ორგანიზებული ბუდაპეშტის VIII რაიონის მუნიციპალიტეტის, იოჟეფვაროშის რკინიგზელთა ასოციაციის, უნგრეთში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, თამუნა ჯაფარიძის მიერ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქმეთა დროებით რწმუნებულმა სანდრო ჭელიძემ და იოჟეფვაროშის საკრებულოს წევრმა კოპანი ბენდეგუზ ზარვაშმა.
მათ კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ აღნიშნული შეკრება წელს მეორედ ტარდება და იმედი გათქვეს, რომ მომავალში მას ტრადიციის სახე მიეცემა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული და უნგრული კერძები და ღვინოები.
უნგრულმა ფოლკლორულმა ბენდმა “Vardis Kucha” შეასრულა ქართული და უნგრული სიმღერები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ იოჟეფვაროშის თვითმმართველობისა და საელჩოს წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და ჩვენი თანამემამულეები.
მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზების პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს!