2022 წლის 16 აგვისტოს საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ უნგრეთის ეროვნული ბოტანიკური ბაღი მოინახულა, სადაც იგი ეკოლოგიისა და ბოტანიკის ინსტიტუტისა და ეკოლოგიური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები, კერძოდ, საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთში ეკოლოგიურ დისციპლინებსა და გარემოს დაცვის გამოწვევებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე კვლევით ჯგუფებს შორის შესაძლო სამეცნიერო თანამშრომლობას.
საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ, ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ვინცე ჟიგმონდმა და დენდროლოგიური კოლექციის კურატორმა ტიბორ ბარანიმ ბაღში დარგეს საქართველოსთვის და კავკასიის რეგიონისთვის ენდემური სახეობა კავკასიური აკაკის ხე (Celtis caucasica).
ღონისძიებას ესწრებოდნენ ელჩის თანაშემწე განათლებისა და კულტურის საკითხებში ნანა ხურცილავა და საელჩოს პრაქტიკანტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ნიკოლოზ ამირეჯიბი.