საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ბიზნეს დელეგაციის სასწავლო ვიზიტი უნგრეთში

🇬🇪🇭🇺 საქართველოსა და უნგრეთს შორის მდგრადი ტურისტული ბაზრის განვითარების პროექტის ფარგლებში მ.წ. 5-7 ივლისს საქართველოს ბიზნეს დელეგაცია სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა უნგრეთში.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა ბიზნეს ფორუმი ქართული და უნგრული კომპანიების მონაწილეობით, მოეწყო შეხვედრები და ვიზიტები უნგრულ კომპანიებში, გაიმართა ქართული ღვინოების დეგუსტაცია.
უნგრულ-ქართული პროექტი განხორციელდა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა (EUGBC) და უნგრეთის პეჩ-ბარანიას რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლობითა და EUROCHAMBRES-ის მხარდაჭერით.
პროექტი მიზნად ისახავს ქართულ და უნგრულ კომპანიებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებასა და ტურიზმის სფეროში მდგრადი ღირებულებების ჯაჭვის მოდელის ბაზის ჩამოყალიბებას ორმხრივად მომგებიან თანამშრომლობაზე დაყრდნობით. იგი ასევე მოიცავს პარტნიორობის დამატებითი შესაძლებლობების უზრუნველყოფას ადგილობრივი ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების აქტივობებში ჩართვისა და სხვადასხვა მონაწილეებს შორის ურთიერთობების დამყარების გზით.
ღონისძიებებს დაესწრო საელჩოს უფროსი მრჩეველი გიორგი ზვიადაძე