საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და უნგრეთს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

უნგრეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1991 წლის 26 დეკემბერს. 

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და უნგრეთს შორის დამყარდა 1992 წლის 14 მაისს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები უნგრეთში:

  • ზაალ გოგსაძე - 3.11.2018 - დღემდე
  • ზაზა კანდელაკი – 05.06.2013 – 01.10.2018
  • ზვიად ჭუმბურიძე – 09.03.2009 -09.03.2013 (რეზიდენციით ბუდაპეშტში)
  • კონსტანტინე ჟღენტი – (საქმეთა რწმუნებული) (2008)
  • ვიქტორ დოლიძე – (03.12.2005 -31.12.2007) (რეზიდენციით ქ. ვენა)
  • გიორგი არსენიშვილი – (29.12.2001 - 15.07.2004) (რეზიდენციით ქ. ვენა)

უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში

  • ანა მარია შიკო (Anna Mária Sikó) - 13.10.2021-დან  
  • ვიქტორია ჰორვატი (Viktória Horváth) - 12.09.2017 -2021
  • შანდორ საბო (Sándor Szabó) – 21.11.2011- 2017
  • გაბორ შაგი (Gábor Sági) – 2008 - 2011 წ.წ.

უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში (რეზიდენციით . კიევი):

  • შანდორ იუჰაზი (Sándor Juhasz) – 2008 წ.
  • ანდრაშ ბარსონი (Andras Barsony) – 2007 - 2008 წ.წ.
  • იანოშ ტოტი (Janos Tóth) – 2003 - 2007 წ.წ.
  • ფერენც კონტრა (Ferenc Kontra) – 2002 - 2003 წ.წ.
  • ერნო კეშკენი (Ernő Keskeny) – 1999 - 2002 წ.წ.
  • დიორდ ნანოვსკი (Dyörgy Nanovfzsky) – 1993 - 1999 წ.წ.

 

თანამშრომლობის სფეროები

საქართველო და უნგრეთი აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული სამართლებრივი ბაზა, რომელიც თხუთმეტზე მეტ საერთაშორისო ხელშეკრულებას მოიცავს, ხელს უწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკისა და ფინანსების, თავდაცვის, განათლების, ტურიზმის, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში.

წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა საკანონმდებლო დონეზე. ორივე ქვეყნის პარლამენტში შექმნილია მეგობრობის ჯგუფები.

ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, 2013 წლიდან საქართველოსა და უნგრეთს შორის ფუნქციონირებს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებს უნგრული ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს ქუთაისიდან როგორც ბუდაპეშტის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით.  

აქტიურია თანამშრომლობა განათლების სფეროში. ბოლო პერიოდში არაერთი შეთანხმება გაფორმდა ორი ქვეყნის სხვადასხვა სასწავლებელს შორის. 2014 წლიდან, უნგრეთის მხარე ქართველ სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიებს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად. ქართული მხარე ყოველწლიურად 10 სტიპენდიას სთვაზობს უნგრელ სტუდენტებსა და მკვლევარებს საქართველოს უნივერსიტეტებში სასწავლებლად/კვლევის ჩასატარებლად. ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ისწავლება ქართული ენისა და კულტურის კურსი, ამავე უნივერსიტეტში გახსნილია ქართული ბიბლიოთეკა, რომელიც უნგრელი ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის სახელს ატარებს.

ასევე, დინამიკურად ვითარდება თანამშრომლობა კულტურის სფეროში. აღსანიშნავია, რომ ბუდაპეშტში გაიხსნა შოთა რუსთაველის სახელობის მოედანი და დაიდგა მისი ძეგლი. ასევე გაიხსნა თბილისის მოედანი. უნგრეთის ქალაქ კიშკოროშში, ცნობილი უნგრელი პოეტის შანდორ პეტეფის მემორიალურ მუზეუმში დაიდგა გრიგოლ აბაშიძის ძეგლი. 
2011 წელს უნგრეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით დაარსდა საელჩოს მედალი "საქართველოს მეგობარი," რომელიც გადაეცემათ უნგრეთის მოქალაქეებს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის. 
 
2017 წლის 4-5 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოში უნგრეთის საელჩოს ორგანიზებით თბილისში უნგრეთის კულტურის დღეები ჩატარდა.

2019 წ. 10 მაისს თბილისში გამართულ დიასპორისა და საქართველოს უცხოელი მეგობრების განსაკუთრებული ღვაწლის აღიარებისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, უნგრელი ქართველოლოგი ჰაინალკა ბაბირაკი დაჯილდოებულ იქნა ნომინაციაში „საქართველოს უცხოელი მოეგობარი“  საზღვარგარეთ საქართველოს წარმოჩენისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის.

აღსანიშნავია თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, რომელიც მოიცავს სასწავლო ვიზიტებსა და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, კრიზისების მართვის საკითხებზე.  2014 წელს საქართველოს „ღირსების ორდენი“ გადაეცა უნგრეთის მოქალაქის, ბრიგადის გენერლის ლასლო ტოროკის ვაჟს. ლასლო ტოროკი 2001 წელს აფხაზეთში, საქართველო, გაერო-ს სადამკვირვებლო მისიაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ტრაგიკულად დაიღუპა