2023 წლის 23 იანვარს საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ გამოსამშვიდობებელ საღამოს უმასპინძლა უნგრეთში დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა დადებითად შეაფასა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დინამიკა, მადლობა გადაუხადა უნგრეთის ხელისუფლებას მუდმივი მხარდაჭერისათვის და კეთილდღეობა უსურვა უნგრელ ხალხს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს, აკადემიური და
სახელოვნებო წრეებისა და მედიის წარმომადგენლები.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულოს მრავალფეროვანი კერძები და ქართული ღვინო.