საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი უნგრეთის პრეზიდენტის საახალწლო მიღებას დაესწრო

2023 წლის 11 იანვარს საქართველოს ელჩი ზაალ გოგსაძე დაესწრო უნგრეთის 🇭🇺პრეზიდენტის კატალინ ნოვაკის სახელით დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ საახალწლო მიღებას.

საქართველოს ელჩმა პრეზიდენტ ნოვაკს ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებები უსურვა პირადად მას, მის ოჯახსა და უნგრელ ხალხს.