საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

📣‼️უნგრეთის საზღვრის კვეთაზე COVID-19 პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გაუქმებულია! - 7.03.2022

📣‼️უნგრეთის საზღვრის კვეთაზე COVID-19 პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გაუქმებულია!

🔴2022 წლის 7 მარტს ძალაში შევიდა უნგრეთის მთავრობის დადგენილება N 77/2022 (III. 4.) პანდემიისგან დაცვის გარკვეული ზომების შეწყვეტის შესახებ, რითაც გაუქმებულ იქნა უნგრეთის მთავრობის დადგენილება N 408/2020 (VIII. 30.) ეპიდემიოლოგიური მზადყოფნის მდგომარეობის პერიოდში მოგზაურობის შეზღუდვის შესახებ.

✅ზემოაღნიშნული დოკუმენტის თანახმად, უნგრეთის ტერიტორიაზე შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, საავტომობილო, სარკინიგზო თუ საჰაერო გზით, შეზღუდვების გარეშე (ანუ მოხსნილია ვაქცინაციის საბუთისა და COVID-19 ტესტების პასუხის წარდგენის ვალდებულება);

⚠️საგულისხმოა, რომ აუცილებელია პანდემიამდე არსებული საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნების დაცვა! (საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში: ბიომეტრიული პასპორტი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროს ჯავშანი, საკმარისი ოდენობის თანხა უნგრეთში ყოფნის პერიოდში)


✅უნგრეთის ტერიტორიაზე მოხსნილია დახურულ სივრცეებში (მაგ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ცენტრებში, პირბადის ტარების ვალდებულება.)

✅ღონისძიებებზე დასწრება შესაძლებელია აცრის სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულების გარეშე!

იხ. უნგრეთის პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია: https://www.police.hu/en/content/for-the-attention-of-travelers