ელჩი თამარ ლილუაშვილი უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ბოგლარკა ბოლიას შეხვდა
საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის დატვირთული წელი დაიწყო. უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბოგლარკა ბოლიამ, ელჩ თამარ ლილუაშვილთან ერთად მიმოიხილა უნგრეთის მოსალოდნელი პრეზიდენტობის პერსპექტივები და საქართველოს პოტენციური ჩართულობა რიგ ღონისძიებებში.