ფრანგულ ინსტიტუტში ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანისადმი მიძღვნილი არტ- ღონისძიება გაიმართა.
9 ივლისს, ბუდაპეშტში მოქმედ ფრანგულ ინსტიტუტში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანისადმი მიძღვნილი არტ- ღონისძიება გაიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ინსტრუქტორის, მარისია ანანიევსკას დახმარებით ფიროსმანის ცნობილი ნამუშევრის- "ჟირაფის" საკუთარი რეპროდუქცია შეექმნათ. ღონისძიების მონაწილეებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს. ღონისძიებაზე უცხოელ დიპლომატებს და საქართველოს მეგობრებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ქართულ ხელოვნებას.