2023 წლის 28 თებერვალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ლილუაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა უნგრეთის პრეზიდენტს კატალინ ნოვაკს.
საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში საქართველოს ელჩსა და უნგრეთის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.
პრეზიდენტმა ნოვაკმა კვლავ დაადასტურა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული მისწრაფების მიმართ.
საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრეზიდენტს გულთბილი მიღებისათვის.
უნგრეთის პირველმა ქალბატონმა პრეზიდენტმა წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა საქართველოს პირველ ქალბატონ ელჩს უნგრეთში.
ცერემონიალი დასრულდა გმირთა მოედანზე, სადაც საქართველოს ელჩმა გვირგვინით შეამკო უნგრელ გმირთა მემორიალი.