საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას ეწვია

2023 წლის 23 თებერვალს საქართველოს ელჩი თამარ ლილუაშვილი ბუდაპეშტში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენას “Travel-Hungexpo 2023” ეწვია,სადაც საქართველოს სტენდი მოინახულა.
გამოფენაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
გამოფენაზე, რომელსაც უნგრეთის დედაქალაქი 23-დან 26 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს, წარმოდგენილია 100 მონაწილე 34 ქვეყნიდან.