2023 წლის 15 თებერვალს საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა უნგრეთში თამარ ლილუაშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს პროტოკოლის უფროსს ანეტ ვარგას.
ა. ვარგამ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრაზე, გარდა საპროტოკოლო საკითხებისა, განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.