საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის გამოსამშვიდოებებლი შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან

2023 წლის 27 იანვარს საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან პიტერ სტარაისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ბოლო წლებში საქართველოსა და უნგრეთს შორის განვითარებულ ურთიერთობებს.
საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის ხელისუფლებას აქტიური თანამშრომლობისათვის.
სახელმწიფო მდივანმა სტარაიმ კვლავ დაადასტურა უნგრეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი, და წარმატებები უსურვა საქართველოს ელჩს მომავალ საქმიანობაში.