საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბუდაპეშტში ქართული საშობაო სიმღერების კონცერტი გაიმართა

17 დეკემბერს ბუდაპეშტში, ვაროშმაიორის ტაძარში გაიმართა უნგრული ბენდის “Vardis Kucha” კონცერტი.
უნგრელმა მუსიკოსებმა წარმოადგინეს საშობაო საგალობლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ქართული ხალხური და პოპულარული სიმღერები. ყოველი სიმღერის შესრულბას წინ უძღვოდა მოკლე მონათხრობი საქართველოს რეგიონების თავისებურებებისა და მათი სასიმღერო ტრადიციების შესახებ, კონცერტი ასევე მოიცავდა ე.წ. “ინტერაქტიულ” ნაწილს - მსმენელები, რომლებსაც წინასწარ დაურიგდათ ქართული სიმღერების ტექსტი, ბენდთან ერთად ამღერდნენ.
კონცერტს საქართველოს ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
სტუმრებს შორის იყვნენ უნგრეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
მადლობას ვუხდით VardisKucha-ს სასიამოვნო საღამოსთავის და არაჩვეულებრივი შესრულებისათვის!