საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველი სტუდენტი ბრწყინვალების პრიზით დაჯილდოვდა

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის (ELTE) საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, ჩვენი თანამემაულე ანნა ბრჟეზოვსკაია სტუდენტთა ბრწყინვალების პრიზით Student Excellence Award დაჯილდოვდა.
ზემოაღნიშნული პრიზი ანნა ბრჟეზოვსკაიას უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მიკლოშ ლენდიელმა გადასცა.
უნგრეთის ტემპუსის საჯარო ფონდის ყოველწლიური ჯილდო Student Excellence Award გადაეცემათ გამორჩეული აკადემიური მოსწრების მქონე უცხოელ სტიპენდიანტებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით უნგრეთის სახელმწიფო სტიდენდიების Stipendium Hungaricum-ის თანამეგობრობის (Stipendium Hungaricum community) განვითარების საქმეში.
ვულოცავთ ანნას დამსახურებულ ჯილდოს და წარმატებებს ვუსურვებთ მას მომავალ საქმიანობაში!