2022 წლის 24-25 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას სამიტის მონაწილეებს რუსულ აგრესიასთან და ოკუპაციასთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა და ამ აგრესიასთან ბრძოლის ინსტრუმენტებზე ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო დელეგაციიის წევრებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს უცხოელ კოლეგებთან.
სამიტში 32 პარლამენტის 43 დელეგაცია, 5 საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაცია და 26 პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობდა.
დელეგაციის ვიზიტის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ზაალ გოგსაძე და საელჩოს მრჩეველი მარიამ წერეთელი.