საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და საქართველოს ელჩი ქართველ სტუდენტებს შეხვდნენ

2022 წლის 9 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელისა და საქართველოს ელჩის ზაალ გოგსაძის შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან.

შეხვედრა ორგანიზებულ იქნა უნგრეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის თამუნა ჯაფარიძის მიერ. 

მინისტრმა და ელჩმა ახლაგაზრდებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ შემდგომ საქმიანობაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, რომელიც ბუდაპეშტში ლეგენდარული უნგრელი მოჭადრაკის ჯუდიტ პოლგარის მოწვევით იმყოფებოდა, მონაწილეობა მიიღო ჭადრაკის გლობალურ ფესტივალში საპატიო სტუმრის სტატუსით