საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ახალგაზრდული ბანაკები საზღვარგარეთ მცხოვრები მოზარდებისათვის

მიმდინარე წლის 12 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, სსიპ - „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით, „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოფ. ანაკლიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და შაორის ტბის მიმდებარედ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული ბანაკები. 

პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები მოზარდების ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების განმტკიცება და მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტული და კულტურული გარემოს შექმნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართულია აღნიშნული პროექტის განხორციელებაში და უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრები მოზარდების მონაწილეობას საზაფხულო ბანაკებში, რომლის ფარგლებში მათ მიეცემათ შესაძლებლობა დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განავითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. 

ბანაკებში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთში მცხოვრებ 14-დან 18 წლამდე ასაკის 40 მოზარდს. საზაფხულო ბანაკში დასვენების ხანგრძლივობა გახლავთ 5 დღე. 

პროექტში მონაწილეთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ. ქვეყნის შიგნით მონაწილეთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო გადაადგილებისას უსაფრთხოებას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. 

ბანაკებში მონაწილეთა გამგზავრება განხორციელდება 2 ნაკადად, თითო ნაკადში 20 მოზარდი მიიღებს მონაწილეობას: 

I ნაკადი: ადგილმდებარეობა: შაორი, თარიღი: 12 - 18 აგვისტო, 2022 წ; 

II ნაკადი: ადგილმდებარეობა: ანაკლია, თარიღი: 19 - 25 აგვისტო, 2022 წ; 

ახალგაზრდულ ბანაკებში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  1. მშობლის ან მეურვის თანხმობის შევსებული ფორმა (დანართი 3); 
  2. მონაწილის მონაცემები (დანართი 2);
  3. მონაწილის პასპორტის ასლი; 
  4. 1 ფოტოსურათი; 
  5. სამოგზაურო დაზღვევა

ახალგაზრდულ ბანაკებში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ ყურადღებით გაეცნონ  თანდართულ ინფორმაციას და ზემოხსენებული დოკუმენტები და შევსებული ფორმულარები მოგვაწოდონ მ.წ. 4 აგვისტოს 16:00 საათამდე ელ. ფოსტით მისამართზე:

nkhurtsilava@mfa.gov.ge  

(subject-ში მიუთითეთ "ახალგაზრდული ბანაკები")

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!

მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს საგარეო0 საქმეთა სამინიტროს თანამემამულეებთან ურთიერთობის სამმართველოს: +995 32 294 50 00 (3190) ან +995 598 251 616 (WhatsApp) ქ-ნ მაკა აფხაზავას. 


დანართი_3_-_თანხმობის_ფორმა.pdf

დანართი 2 Word.docx

აუცილებელი_ნივთების_ჩამონათვალი.pdf

მონაწილეთა_შერჩევის_წესი.pdf