ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელჩის ბიოგრაფია

ზაზა კანდელაკი უნგრეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა 2013 წლის 5 ივნისს. იგი დაიბადა 1958 წლის 28 იანვარს, ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, არის ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

ზაზა კანდელაკს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (2000 წ.)

ზაზა კანდელაკს აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება: 1991–92 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1992–1993  წლებში იყო  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო მრჩევლი საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატში, 1993–1994 წლებში კი – საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის პრეს–მდივანი; 1995–1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების კოორდინატორი;

1999–2003 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩად, ხოლო 2003 წლიდან 2004 წლის ბოლომდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2005–2006 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში.

 

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 6 7 8 9 10
11 12 13 15 17
18 19 20 21 22 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ