ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ძვირფასო სტუმრებო,

მოგესალმებით უნგრეთში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია საქართველოს შესახებ ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში.

ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულები, შეიცავს დამატებით სასარგებლო ინფორმაციას ბიზნესმენებისათვის და საქართველოში მოგზაურობის მსურველთათვის.

ჩემი ქვეყანა, რომელიც ისტორიულად და კულტურულად ევროპის ნაწილია, 90-იან წლებში დაადგა დემოკრატიული ტრანსფორმაციის რთულ გზას და გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან და ღირებულებებთან დაახლოებისათვის.

საქართველოსათვის, განვითარების ამ მეტად რთულ გზაზე, ევროპული ქვეყნების მიერ სხვადასხვა ეტაპზე მიღებული გამოცდილება ძალზედ მნიშველოვანია. უნგრეთმაც ხომ წინააღმდეგობებით აღსავსე ისტორიულ-პოლიტიკური გზა განვლო. მრავალი წლის მანძილზე არსებულ მძიმე რეჟიმს, ქვეყანაში პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის შეცვლა მოჰყვა.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, უნგრეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ, რაც მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერის დასტურია. ჩვენი ქვეყნისათვის ესოდენ რთულ პერიოდში, ქართველი ერის მიმართ თანადგომა გამოხატა უნგრეთის მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა, რასაც ჩვენი ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. უნგრელ ხალხს კარგად ახსოვს 1956 წელს ბუდაპეშტში მომხდარი მოვლენები. ორი ერის გამოცდილება და ხედვა ახლოს დგას ერთმანეთთან. სწორედ ამიტომ, უნგრელებს კარგად ესმით საქართველოში არსებული ვითარება.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობის განვითარება  ხორვატიის რესპუბლიკასთან და მონტენეგროსთანრისთვისაც უკვე დავსახეთ გრძელვადიანი პროექტები ორმხრივი თანამშრომლობის სფეროში.

საელჩოს მთელი შემადგენლობა, მაქსიმალურად ხელს შეუწყობს აკრედიტაციის  ქვეყებთან არსებული მეგობრული ურთიერთობების გამყარებასა და ურთიერსასარგებლო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.

იმედი მაქვს, საელჩოს ვებ-გვერდის მეშვეობით, მოიპოვებთ თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას.

აზა კანდელაკი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
უნგრეთში

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ