ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 04.09.2017

1.09.2017 ბუდაპეშტი, უნგრეთი - ​სატრანსპორტო და ენერგეტიკული სატრანზიტო დერეფნების განვითარება და ამ მიმართულებით \"აღმოსავლეთ პარტნიორობის\" ქვეყნებთან თანამშრომლობა მოექცა ვიშეგრადის ოთხეულის ერთიანი დეკლარაციის ფოკუსში. 2017 წლის 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია რომ V4-ისა და EaP შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს შესაძლო ერთობლივი ქმედებები, მიმართული ევროკავშირისა და ჩინეთის დამაკავშირებელი პლატფორმის ფარგლებში „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ინიციატივას, ევროპის ურთიერთკავშირების ინიციატივებსა და სხვა რეგიონულ ინიციატივებს შორის ურთიერთკავშირის გააქტიურებისკენ.

 
განთავსების თარიღი: 04.09.2017

1.09.2017 ბუდაპეშტი, უნგრეთი - ვიშეგრადის ქვეყნები "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებენ და მას აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის მთავარ ფაქტორად მიიჩნევენ.ამის შესახებ საუბარია ვიშეგრადის ოთხეულის დეკლარაციაში, რომელიც  31 აგვისტოს ქ. ბუდაპეშტში მიიღეს.ერთობლივი განცხადების მიხედვით,  „ვიშეგრადის ოთხეულის“ მინისტრები მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიული განზომილებისა და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებისა და სტაბილურობის აქტიური ფაქტორის  მიმართ.

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 6 7 9
10 11 12 13 15 16
17 18 19 20 21 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ