ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 22.09.2017

2017 წლის 21 სექტემბერს, ბუდაპეშტის ერთ-ერთ ცენტრალურ დარბაზში Kossuth Club-ში, უნგრეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით, გაიმართა გურამ ოდიშარიას წიგნის "პრეზიდენტის კატა" პრეზენტაცია. წიგნის უნგრულენოვანი თარგმანი ეკუთვნის ილონა ერდეის. წიგნი გამოსცა გამომცემლობა „L'Harmattan“-მა სერიაში „Világ-szép-irodalom“ („მსოფლიო ლიტერატურის ულამაზესი ნიმუშები.“). პრეზენტაციას დაესწრო წიგნის ავტორი ბ-ნ გურამ ოდიშარია.

 
განთავსების თარიღი: 14.09.2017

2017 წლის 11-14   სექტემბერს  უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 67-ე სხდომა. სხდომაში  მონაწილეობა მიიღო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დელეგაციამ მინისტრის ბ-ნ დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით.

 
განთავსების თარიღი: 08.09.2017

8.09.2017 ქ.ტალინი, ესტონეთი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ .ტალინში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებშიგაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ხორვატიის ვიცე-პრემიერთან საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან მარია პეჟინოვიჩ ბურიჩთან.

 
განთავსების თარიღი: 05.09.2017

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი და კომიტეტის წევრი გიორგი თოთლაძე 27 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით უნგრეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია უნგრეთის სპორტის სახელმწიფო მდივანს, ტუნდეს საბოს შეხვდა.

 
განთავსების თარიღი: 04.09.2017

1.09.2017 ბუდაპეშტი, უნგრეთი - ​სატრანსპორტო და ენერგეტიკული სატრანზიტო დერეფნების განვითარება და ამ მიმართულებით \"აღმოსავლეთ პარტნიორობის\" ქვეყნებთან თანამშრომლობა მოექცა ვიშეგრადის ოთხეულის ერთიანი დეკლარაციის ფოკუსში. 2017 წლის 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია რომ V4-ისა და EaP შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს შესაძლო ერთობლივი ქმედებები, მიმართული ევროკავშირისა და ჩინეთის დამაკავშირებელი პლატფორმის ფარგლებში „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ინიციატივას, ევროპის ურთიერთკავშირების ინიციატივებსა და სხვა რეგიონულ ინიციატივებს შორის ურთიერთკავშირის გააქტიურებისკენ.

 
განთავსების თარიღი: 04.09.2017

1.09.2017 ბუდაპეშტი, უნგრეთი - ვიშეგრადის ქვეყნები "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებენ და მას აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის მთავარ ფაქტორად მიიჩნევენ.ამის შესახებ საუბარია ვიშეგრადის ოთხეულის დეკლარაციაში, რომელიც  31 აგვისტოს ქ. ბუდაპეშტში მიიღეს.ერთობლივი განცხადების მიხედვით,  „ვიშეგრადის ოთხეულის“ მინისტრები მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიული განზომილებისა და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებისა და სტაბილურობის აქტიური ფაქტორის  მიმართ.

 
განთავსების თარიღი: 01.09.2017

31.08.2017 ბუდაპეშტი, უნგრეთი - ​ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უნგრელ კოლეგას პიტერ სიიარტოს შეხვდა. 

მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და უნგრეთის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა უნგრეთი გახლავთ საქართველოს გამორჩეული მხარდამჭერი, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებში, როგორიც არის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. 

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 6 7 9
10 11 12 13 15 16
17 18 19 20 21 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ