ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 23.06.2017

მონტენეგროს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 14 ივნისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მონტენეგროს ტერიტორიაზე შევიდნენ ვიზის გარეშე და დარჩნენ არაუმეტეს 30 დღისა.

 

 
განთავსების თარიღი: 16.06.2017

2017 წლის 15 ივნისს ქ. ბუდაპეშტში უნგრეთ–საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელიც ჩატარდა „ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ (EUGBC) ორგანიზებით,  საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან და უნგრეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით; ევროპის სავაჭრო-სამრწეველო პალატათა ასოციაციისა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით.

 
განთავსების თარიღი: 14.06.2017

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობაში შედიონდნენ ლევან გოგიჩაიშვილი, გიორგი კახიანი, გედევან ფოფოხაძე და გიორგი ხატიძე, ბუდაპეშტში იმყოფებოდა, 2017 წლის 12-13 ივნისს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით გაიმართულ მეორე რეგიონული სემინარში „ეროვნული პარლამენტების როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების იმპლემენტაციაში“ მონაწილეობის მისაღებად.

 
განთავსების თარიღი: 05.06.2017

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას ხელმძღვანელობით, ხორვატიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 6 7 8 9 10
11 12 13 15 17
18 19 20 21 22 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ