ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 31.05.2017

2017 წლის 30 მაისს საელჩოს ხელშეწყობით ბუდაპეშტის საკონცერტო დარბაზში „Pesti Vigado” გაიმართა ცნობილი ქართველი პიანისტის, UNESCO-ს მშვიდობის არტისტის ელისო ბოლქვაძისა და ფერენც ლისტის სახელობის კამერული ორკესტრის (კონცერტმეისტერი მაესტრო პიტერ  ტფირშტი) ერთობლივი კონცერტი, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.

 
განთავსების თარიღი: 30.05.2017

2017 წლის 28–30 მაისს იმერეთის რეგიონის დელეგაცია სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ბატონ გივი ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით და სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილის ბატონ იოსებ ხახალეიშვილის მონაწილეობით ვიზიტით  უნგრეთის ვაშის რეგიონს ეწვია.

 
განთავსების თარიღი: 24.05.2017

2017 წლის 23 მაისს ბუდაპეშტის ერთ-ერთ ცენტრალურ დარბაზში Kossuth Club-ში, გაიმართა ცნობილი ქართველი პოეტის დავით მაღრაძის პოემის „ჯაკომო პონტის“ პრეზენტაცია. პოემის უნგრულენოვანი თარგმანი ეკუთვნის ქართველოლოგ ჰაინალკა ბაბირაკს. წიგნი გამოსცა გამომცემლობა „L'Harmattan“-მა სერიაში „Világ-szép-irodalom“ („მსოფლიო ლიტერატურის ულამაზესი ნიმუშები.“)

 
განთავსების თარიღი: 22.05.2017

27 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ (რუსთაველის გამზ. #29) გამართავს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“.

 
განთავსების თარიღი: 18.05.2017

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ENIGMMA-ს (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) ფარგლებში აგრძელებს მუშაობას პროგრამაზე – „საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობა“. პროგრამის მიზანია საქართველოს განვითარების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ჩართულობის ხელშეწყობა. მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარებას და იმიჯის პოპულარიზაციაში.

 
განთავსების თარიღი: 17.05.2017

2017 წლის 10-16 მაისს გაიმართა ელჩის ბ-ნ  ზაზა კანდელაკის სამუშაო ვიზიტი მონტენეგროსა და ხორვატიის რესპუბლიკაში. 

 
განთავსების თარიღი: 05.05.2017

2017 წლის 2-5 მაისს უნგრეთს ვიზიტით ეწვია საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით.

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 19 20
21 23 25 26 27
28 29      

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ