ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია უნგრეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან დაკავშირებით

საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, უნგრეთის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა  დაახლოებით 40 შეადგენს, შესაბამისად, უნგრეთის რესპუბლიკაში ოფიციალურად რეგისტრირებული ქართველთა სათვისტომო არ ფუნქციონირებს.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მიუხედავად  უნგრეთში მცხოვრები ქართველების მცირე რაოდენობისა, ბუდაპეშტის ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში 2013 წლის ზაფხულამდე კვირაში ერთხელ, შაბათობით ტარდებოდა ქართულენოვანი წირვა, რომელსაც  ქართველი მოძღვარი, მამა დიმიტრი ნაჭყებია  აღავლენდა (საქართველოში მისი გამგზავრების გამო ამ ეტაპზე წირვა არ ტარდება)

 

ინფორმაციისათვის:

ქართველი სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც უნგრეთის  სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ძირითადად კი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტსა და კორვინუსის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობენ,   დაახლოებით 30–40 შეადგენს.

 

საელჩო  რეგულარულად მართავს შეხვედრებს  როგორც ქართველ სტუდენტებთან (საელჩოს ინიციატივით დაწესდა "სტუდენტის დღე" –30 მაისი), ასევე უნგრეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ